საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა

22.06.24 19:01
საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.