მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს - ანზორ მექვაბიშვილის პირველი კომენტარი საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ
მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვქონდა ძალიან კარგი მომენტები ამისთვის, ვერ გამოვიყენეთ ისევ და ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა ცოტა - თქვა ფეხბურთელმა.
მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი სახე დავანახოთ პორტუგალიასთან თამაშშიც“, - აღნიშნა ანზორ მექვაბიშვილმა.