გიორგი მამარდაშვილი პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

ძალიან კარგი შეთამაშებული გუნდია, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ, - ასეთია ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პირველი კოემნტარი, რომელიც მან ჩეხეთთან მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჩეხეთის ნაკრები ცდილობდა ბევრი ჩაწოდება განეხორციელებინა ჩვენს საჯარიმოში. ჩვენ ეს ვიცოდით, თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი გვყავდა. ჩეხეთის ნაკრებს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და მათ წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა მამარდაშვილმა.
ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ, ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ქართველ გულშემატკივარს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
მადლობა ყველას მოსვლისა და გულშემატკივრობისთვის, შევხვდებით 26-ში. პორტუგალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება"- თქვა მან.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.