პორტუგალიასთან თამაში რთული იქნება, თუმცა ყველაფერს ვეცდებით - გიორგი მამარდაშვილი

ფეხბურთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ პორტუგალიის ნაკრებთან თამაში რთული იქნება, მაგრამ ქართველები მოსაგებად მცდელობას არ დააკლებენ. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული მამარდაშვილის თქმით, ქართველ ფეხბურთულებეს მეტი კონცენტრაცია მართებთ და ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ.
რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. იმის გამო, პირველ რიგში, რომ აქ ვართ. მეც გილოცავთ პირვე ქულას, ისტორიულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ არა უშავს, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. სამი ქულაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქულასაც არა უშავს.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. შემდეგი თამაში გველოდება პორტუგალიის ნაკრებთან. რთული თამაში იქნება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პორტუგალია არის ერთ-ერთი ფავორიტი ამ ჩემპიონატის, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ, რა იქნება. ალბათ იმ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, ორივე შემთხვევაში. უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს ასეთ დიდ ტრნირზე როცა თამაშობ, არ შეიძლება, რომ ასე დაიკარგოს კონცენტრაცია. პირველ რიგშ, მე არ უნდა დავკარგო კოცენტრაცია და ამიტომ გაიტანეს ეს გოლი, თორემ ისე ვერ გაიტანდნენ, - ამბობს მამარდაშვილი.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.