საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება - რას ამბობენ ქართველი ქომაგები

დღეიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას იწყებს. 26 ივნისი, ღამის 23:00 საათი, შეხვედრის ადგილი არენა აუფშალკე. ზუსტად სამ დღეში გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან ნაკრების გაყვანას.
ევროპის გიგანტურ საფეხბურთო სტადიონზე ქართველების კიდევ ერთხელ გამოჩენას განსაკუთრებით ელოდებიან ქართველი ქომაგები. ქართველ გულშემატკივრებში ვნებათა ღელვა არ წყდება. ყველას უნდა, მწვანე მინდორზე ბურთით იხილოს ბუდუ ზივზივაძეც.
ბუდუზე დავბრუნდები... ვფიქრობ, რომ უნდა გამოეყვანა აუცილებლად, იმიტომ, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუყურებდით, რომ გამტანი იყო, ყველა ნაკრებს ბურთი გაუტანა და ვიფიქრე, რომ ნაღდად მიეცემოდა შანსი, - ამბობს კახა მამულაშვილი.
მე დარწმუნებული ვარ, ცოტა მეტად რომ გაგვამრთლებოდა, შეგვეძლო ამ თამაშის მოგება, საგოლე მომენტს ვგულისხმობ, საბა ლობჟანიძის ეპიზოდს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გაცილებით რთული ეს შეხვედრა, ვიდრე თურქეთის ნაკრებთან მატჩი. ის, რომ ბუიდუ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება,ე ს გასაგებია, იმიტომ, რომ ყველა დავრწმუნდით, რომ ჟორჟი ძალიან მაგარ ფორმაშია. ეს არის მწვრთნელის გადასაწყვეტი. უილი სანიოლი არის აბსოლუტურად ყველაფერე პასუხისმგებელი. ის, რაც სანიოლმა გააკეთა, შეიძლება შებრუნებით გაკეთებულიყო. თუ სისწრაფის გამო და მეტი შემტევი პოტენციალის გამო გამოვიდა ზურიკო დავითაშვილი მოედანზე, სადღაც მე-60 წუთზე შეიძლებოდა ზურიკოს გამოყვანა ჩაკვეტაძის მაგივრად ად ჩაკვეტაძეს რომ დაეწყო, იმიიტომ, რომ გამოჩნდა, რომ ცენტრში გვიჭირდა ჩაკვეტაძის გარეშე, - ამბობს სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.