პორტუგალია საქართველოს სხვა შემადგენლობით დაუპირისპირდება - რას ამბობს მარტინესი

პორტუგალია საქართველოს სხვა შემადგენლობით დაუპირისპირდება. რობერტო მარტინესი ადასტურებს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფეხბურთელებს სათადარიგო სკამიდანაც ათამაშებს.
შევცვლი თუ არა ფეხბურთელებს? დიახ, ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც სასტარტო 11-ში მოხვედრას იმსახურებენ. საკმაოდ რთულია, როდესაც განაცხადში 23 ფეხბურთელი გყავს, მოედანზე კი მხოლოდ 11 მათგანის გაყვანა შეგიძლია. ჩვენ ყველა ფეხბურთელს გამოვიყენებთ, მაგრამ ეს რევოლცუცია არაა. მე არ მომწონს ეს სიტყვა, ყველა მოთამაშე ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამბობს მარტინესი.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი და იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი ფიქრობს, რომ რა შემადგენლობითაც არ უნდა იტამაშობს პორტუგალიამ, საქართელოს გამარჯვების შანსი აქვს.
შეცვლილი შემადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ითამასებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც მნიშვნელოვან თამაშებში ძირითადში ვერ ხვდებიან ხოლმე და შესაბამისად, უფრო მოინდომებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში სხვა თამაშებში. ასე რომ, ორმაგი მონდომებით ითამაშებენ ეს ფეხბურთელები. რა შემადგენლობასაც არ უნდა ეთამაშა, ძირითად თუ მეორეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ბოლო თამაშიც ნებისმიერი შემადგენლობით პორტუგალიასთან ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა და შეგვიძლია იმ შედეგის მიღწევა, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ყველას აღიარებით, მოდიოდნენ ჩეხები, მაისურეის გაცვლას გვთხოვდნენ, იმიტომ, რომ უნდოდათ, რომ საქართელოს ნაკრების მაისური ჰქონოდათ, ნაკრების, რომელიც ასე ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, - ამბობს გოჩა თანდარაშვილი.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.