მიქაუტაძის გოლი და მამარდაშვილის 11 მოგერიებული ბურთი - ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა

23.06.24 20:09
მიქაუტაძის გოლი და მამარდაშვილის 11 მოგერიებული ბურთი - ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა

 

 

მიქაუტაძის გოლი და მამარდაშვილის 11 მოგერიებული ბურთი - ასე დაწერა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ისტორია.  პირველი ქულა ევროპაზე უკვე ჩვენია - ქულაც ჩვენია და მსოფლიო მედიის ყურადღებაც.  

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ქართველების შესახებ დღეს გავლენიანი გამოცემები შეუჩერებლად წერენ. 23 წლის ქართველ მეკარეს, რომელიც ბოლო წამამდე თავგანწირვით იცავდა საკუთარ კარს, უკვე უწოდეს "კედელი". მასთან თამაში მარტივი არ არის და ეს კარგად გამოჩნდა ჩეხეთთან დაპირისპირებაშიც. მამარდაშვილმაა შეუძლებელი შეძლო - კარშიი იფრინა და ყველა საგოლე მომენტი მეტოქეს დიდ წარუმატებლობად გადაუქცია.

ევროპის ჩემპიონატზეე საქართველოს ორივე გატანილი გოლი გიორგი მიქაუტაძის სახელზეა. ემიგრაციაში გაზრდილი ფეხბურთელი დღეს ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს და ლეგენდარულ ფეხბურთელებს არაფრით ჩამორჩება. 

მოწინავეთა სიაშია გიორგი ქოჩორაშვილიც. ფეხბურთელმა, რომელსაც ნაკრების კაპიტნობასაც უწინასწარმეტყველებენ, ყურადღება საგოლე გადაცემებით და ზუსტი პასებით მიიპყრო.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.