ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო, საქართველოს სახელით ასპარეზობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს - ზურიკო დავითაშვილი

"ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო და როდესაც შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.
ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხდა და თქვა, რომ მათი მხარდაჭერა და ოვაციები ქართველი სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა. ჩემი ოცნება იყო და რომ გამოდიხარ და შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჰიმნზე რომ დგახარ, ყველანაირი ემოცია გაწვება და ეს არის ერთ-ერთი დიდი გრძნობა საფეხბურთო კარიერაში. ჩვენ გვითამაშია სავსე ტრიბუნებზე, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ხარ, სხვა გარემოა. ყველაფერს ეტყობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხარ. სულ ვამბობ, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც სტადიონიდან მოდის, ეს ყველაფერი ძალიან ბევრს გმატებს", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.