გულშემატკივრების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით, ამიტომ მათი გულების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ - გიორგი მამარდაშვილი

24.06.24 21:07
გულშემატკივრების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით, ამიტომ მათი გულების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თურქეთთან და ჩეხეთთან გამართულ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად თამაშის სირთულისა, ქართველ სპორტსმენებს მეტის გაკეთება შეეძლოთ.

"პორტუგალიასთან რთული თამაში გველოდება" - აცხადებს გიორგი მამარდაშვილი და იქვე ამატებს, რომ ქართველი ფეხბურთელები სტადიონზე მაქსიმალურად პოზიტიური შედეგის დადებას შეეცდებიან.

მამარდაშვილი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და დასძენს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდოდა.

მე პირადად როგორი მოლოდინიც მქონდა ზუსტად ისე განვითარდა ყველაფერი. რთული ჯგუფი იყო. ერთი ქულის აღება შევძელით, თუმცა ჩემი აზრით, მეტიც შეგვეძლო. პორტუგალიასთან რთული თამაში გველოდება. პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია ამ ევროპის ჩემპიონატზე და რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100 პროცენტით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობ, მაგრამ ორმაგი მოტივაციაა, რომ ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ გერმანიაში. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი გულები გავახაროთ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მსგავსი სიახლეები