"ვამაყობ შენით, გიორგი" - "ლევანტეს" მიმართვა გიორგი ქოჩორაშვილს
"ვამაყობ შენით, გიორგი" - ასე ეხმაურება ესპანური საფეხბურთო კლუბი "ლევანტე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.
"ლევანტე" სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს გამოხატავს.