26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

25.06.24 10:48
26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. მეტოქე პორტუგალია, ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი  მსოფლიოში, თუმცა საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ახლა მთავარი კითხვაა, რა შემადგენლობით ითამაშებს პორტუგალია საქართველოს წინააღმდეგ და იქნება თუ არა სასტარტო შმადგენლობაში კრშტიანუ რონალდუ, რადგან გადამწყვეტ მატჩამდე ორი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის ნაწილს დაასვენებს.

თუ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ წერილს დავეყრდნობით, საქართველოს წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, არ იტამაშებს კრიშტიანუ რონალდუ. უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს მილანის თავდასმხმელი რაფაელ ლეაო. ასევე ცნობილია, რომ პორტუგალიის ნაკრები შეცვლის მეკარესაც და ეს ჟოსე სა იქნება.

როტაციის გამო, რასაც რობერტო მარტინესი მიმართავს, საქართველოსთან მატჩში მონაწილეობას ალბათ არ მივიღებ. მე მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვარ მზად. არჩევანი რუი პატრიშიუსა და ჟოზე სას შორის გაკეთდება. მე ორივე მათგანს უდიდეს პატოვს ვცემ და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიცავს კარს, მთავარი გამარჯვებაა. კვირას ოჯახებთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა და ასეთი რამ ყოველთვის საიამოვნოა. ჩვენ ევროპის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ასე თუ მოხდება, ეს უზარმაზარი სიხარული იქნება., ოღონდ ჩვენი უახლოესი ამოცანა საქართველოს ნაკრებთან კარგი თამაში და გამარჯვებაა, - თქვა პრესკონფერენციაზე პორტგალიის ნაკრების მეკარემ კოშტამ. 
 

რაც შეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას,  მას ვილი სანიოლი დღეს დაასახლებს.