არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალიის ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ - ხვიჩა კვარაცხელია

25.06.24 16:48
არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალიის ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ - ხვიჩა კვარაცხელია

"არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალიის ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ" - 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაკეთა.   

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, შანსის გამო საყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თოთოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით.

რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.

რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.

პორტუგალიას ვაფასებთ, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ ჩვენთვის ფეხბურთელების გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.

წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა, შესაძლოა მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები