27 საათი კიდევ ერთი ისტორიულ მომენტამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

27 საათი კიდევ ერთი ისტორიულ მომენტამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. ხვალ მთელი ქვეყნის ყურადღება ისევ გერმანიისკენ და გენზელკიხენისკენ იქნება. საქართველოს დროით 23:00 საათზე ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული.
გააგრძელებს თუ არა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას რამდენიმე საათში გავიგებთ. ჯერ უცნობია, რა შემადგენლობით გავლენ ფეხბურთელები სტადიონზე. ვილი სანიოლი 11 ფეხბურთელს მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დაასახელებს. მწვრთნელის განცხადებით,ამ დრომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული ითამაშებს თუ არა ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიის წინააღმდეგ