თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავალთ შედეგზე - გიორგი გოჩოლეიშვილი

26.06.24 11:23
თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავალთ შედეგზე - გიორგი გოჩოლეიშვილი

 საქარველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ამბობს, რომ დრევანდელ თამაშზე საქართველოს მოგების შანსი აქვს. მისი თქმით, ამისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. 

პორტუგალია, რა თქმა უნდა, ძლიერი ნაკრებია, ევროპაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და ჩვენ თამაშს თუ ვითამაშებთ და ვიბრძოლებთ, აუცილებლად გამოვა შედეგი. ეს ევროპის ჩემპიონატი ყველა ფეხბურთელისთვის გამოცდილებაა, თამაშობ, არ თამაშობ - არ აქვს მნიშვნელობა. ვემზადები, უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია ვითამაშებ თუ არ ვითამაშებ, - ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი - მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.