საქართველოს ნაკრებს ქართველი ქომაგები დღესაც მიხეილ მესხის სტადიონიდან უგულშემატკივრებენ

26.06.24 11:37
საქართველოს ნაკრებს ქართველი ქომაგები დღესაც მიხეილ მესხის სტადიონიდან უგულშემატკივრებენ

საქართველო-პორტუგალიის თამაშისთვის საქართველოშიც ემზადებიან. თბილისში ეროვნული ნაკრების ქომაგები ისევ მესხის სტადიონზე შეიკრიბებიან, სადაც ისტორიულ მატჩს თვალყურს დიდ ეკრანებზე ადევნებენ. მზადება დაწყებულია - სტადიონის კარი გულშემტკივრითვის საღამოს 21:00 საათზე გაიხსნება და მატჩის დაყებმად სხავადსხვა ღონისძიებებია დაგეგემილი.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შესაბამისად, ჩვენც ვემზადებით, მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა ტექნიკური სამუშაოები. თითქმის დასრულებულია უკვე ყველაფერი ქომაგების მისაღებად. 6 დიდი მონიტორი დახვდება მოსულ გულშემატკივარს მოედანზე, ატმოსფერო საოცარი, საფეხბურთო, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება საათებს, 18:00 საათიდან ადიწყება სხვადასხვა ტიპის აქტივობები გარე პერიმეტრზე, რაც შეეხება უშაულოდ სტადიონს, 21:00 საათიდან უკვე გაიხსნება კარი და უკვე შეგეძლებათ შემობრძანება. ყველაფერი აბსოლუტურად უფასოა, - ამბობს ღონისძიების ორგანიზაორი ოთო სალაყაია.  

გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი - მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.    

მსგავსი სიახლეები