"ბურთი მრგვალია და დღეს შეიძლება მოვიგოთ" - როგორი განწყობა აქვთ ქართველ ქომაგებს

26.06.24 13:25
"ბურთი მრგვალია და დღეს შეიძლება მოვიგოთ" - როგორი განწყობა აქვთ ქართველ ქომაგებს

ქართველი ქომაგები ისტორიული მატჩის საგულშემატკივროდ ემზადებიან. გულშემატკივებს იმედი აქვთ, რომ საქართველო დღეს მოახერხებს და უძლიერეს მეტოქეს, პორტუგალიას დაამარცხებს. მათი ქმით, ბურთი მრგვალია და მოგების შანსი არსებობს. 

ქართველი ქომაგები განსაკუთრებულ იმედებს ხვიჩა კავარცხელიაზე ამყარებენ. მათი თქმით, კავარაცხელია ამ ჯერზე თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

ბურთი მრგვალია და დიახ, ჩვენ დღეს შეიძლება მოვიგოთ. დღევანდელი დღეს ჩვენი გუნდისთის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი, იმიტომ, რომ დღევანდელი თამაშის შედეგი გასაზღვრავს ჩვენი ჯგუფიდან გასვლა-არგასვლას. ასე რომ, წარმატებები შემიძლია ვუსურვო ბიჭებს. ტატუს გავიკეთებ გიორგი მამარდაშვილისას, იმიტომ, რომ ამ ბიჭმა რაც გააკეთა, ამას აკეთებენ მართლა მსოფლიო დონის მეკარეები. მამარდაშვილი ერთი ცასალახად და მგონია, რომ ხვიჩასაც ჯერ თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამსდა მგონია, რომ მისი ოცნების კონტექსტიც იო კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად თამაში და მგონია, რომ დღეს თავის სიტყვას იტყვის, - ამბობს ქომაგი.

კვარასი მაინც მჯერა, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭია და ყველაფერს ბოლომდე შვება. ეს ორი თამაში ისე არ წაუვიდა, როგორც შეუძლია, იმედია, რომ დღეს მაგრად ითამაშებს. სხვა მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, - ამბობს კიდევ ერთი ქომაგი. 

გულშემატკივრები დღეს სტადიონზე ბუდუ ზივზივაძის გამოცენასაც ელოდებიან.

ისეთი თამაშია, რომ დღეებს ვითვლიდი დღევანდელ დღემდე და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და აასევე, დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ბუდუ ზივზივაძე გამოვა, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ისეთი მოთამაშეა, რომ ძალიან დიდ დადებით გავლენას იქონიებს და გავიმარჯვებთ საბოლოოდ, - ამბობს გულშემატკივარი.

გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი - მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.