ისტორიული მატჩის მოლოდინში - ერთ საათში მიხეილ მესხის სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით გადაივსება

26.06.24 20:09
ისტორიული მატჩის მოლოდინში - ერთ საათში მიხეილ მესხის სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით გადაივსება

 

დაახლოებით ერთ საათში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით გადაივსება. ისევე როგორც წინა ორი თამაშის განმავლობაში, ქომაგები ჩვენს ნაკრებს დედაქალაქიდან გაამხნევებენ. ლოკომოტივზე უკვე ყველაფერი მზად არის. ექვსი გიგანტური ეკრანიდან ათასობით მოქალაქე ჩვენი ნაკრების გადამწყვეტ შეხვედრას პორტუგალიასთან თვალს ადევნებს.

დღეს მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთია. მათ ვინც ვერ შეძლო გერმანიაში წასვლა, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეებიდან უგულშემატკივრებენ ჩვენს ფეხბურთელებს. ლოკომოტივზე მოქალაქეებმა მისვლა უკვე დაიწყეს, ცოტა ხანში კი მათთვის სტადიონის კარი გაიხსნება. 

რა მოლოდინი აქვთ საქართველოში დარჩენილ გულშემატკივრებს? - ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები