3 საათი გადამწყვეტ მატჩამდე - საქართველოს ნაკრებმა დღეს შესაძლოა, დიდი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწეროს

26.06.24 20:03
3 საათი გადამწყვეტ მატჩამდე - საქართველოს ნაკრებმა დღეს შესაძლოა, დიდი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწეროს

 

სამი საათი გადამწყვეტ მატჩამდე - დღეს მთელი საქართველო ფეხბურთით ცხოვრობს. გელზენკირხენის სტადიონისკენ უკვე დაიძრნენ ქართველი გულშემატკივრები. ფელტინს არენა სულ ცოტა ხანში ქართული დროშებით გადაივსება. მეტოქე ძლიერია, მაგრამ შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს, რადგან ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ძალიან მაგარი თამაში. საქართველოს ნაკრებმა დღეს შესაძლოა, დიდი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწეროს. 

ჩვენს გუნდში ცვლილებებია და ვილი სანიოლიმ პორტუგალიის წინააღმდეგ განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. ნახევარდაცვას ოთარ კიტეიშვილი გააძლიერებს, თავდასხმაში კი ხვიჩა კვარაცხელიას და ბუდუ ზივზივაძის დუეტი იქნება. ცნობილია, რომ პორტუგალიის მწვრთნელი რონალდუს დასვენებას არ აპირებს და მსოფლიო ვარსკვლავის თამაში ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ინტრიგას აძლევს დღევანდელ მატჩს. ახლა ყველაფერი ქართველ ფეხბურთელებზე და, რა თქმა უნდა, სპორტულ იღბალზეც არის დამოკიდებული. 

რა ხდება გელზენკირხენში თამაშის დაწყებამდე? - გიორგი დარჯანიაა პირდაპირ ეთერში.