ანთებული სანთლები და ლოცვა საქართველოს ნაკრების გამარჯვებისთვის - მესხის სტადიონი ქართველი ქომაგებით ივსება

მიხეილ მესხის სტადიონი ქართველი ქომაგებით ივსება. სტადიონის კარი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. ქართველ გულშემატკივრებს სჯერათ, რომ დღევანდელი თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებთ დასრულდება.
სტადიონზე სანთლებით ხელში მივიდა ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც სანთლები სხვა ქომაგებსაც დაურიგა და ყველამ ერთად დაანთეს და ასე ყველამ ერთად ანთებული სანთლებით შესთხოვეს ღმერთს გამარჯვება.
ეჭვიც არ მეპარება რომ საქართველოს ნაკრები არ შეუშინდება არავიტარ მეტოქეს. ქრისტე ჩვენთან ერთად არის დრეს. ჩვენ დღეს გავიმარჯვებთ", - ამბობს გულშემატკივარი.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.