"არ მაინტერესებს, ვინ არის კრიშტიანუ რონალდუ, დღეს უეჭველი უნდა მოვიგოთ" - პატარა გულშემატკივრები
საქართველო-პორტუგალიის მატჩის მოლოდინში - მიხეილ მესხის სტადიონი ქართველი ქომაგებით ივსება. სტადიონზე არიან პატარა გულშემატკივრებიც.
დღეს უეჭველი უნდა მოვიგოთ. არ მაინტერესებს, ვინ არის კრიშტიანუ რონალდუ. ჩვენ დღეს უნდა მოვიგოთ. ყველას იმედი გვაქვს ჩვენი ბიჭების. დღეს აუცილებალდ უნდა მოვიგოთ", - ამბობენ პატარა გულშემატკივრები.
საქართველოსა და პორტუგალიის ისტორიულ დაპირისპირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. გელზენკირხენში ვილი სანიოლის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს და თან, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.