საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ითამაშებს თუ არა ბუდუ ზივზივაძე დღევანდელ მატჩში?
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში ისევ არ არის.
დღეს ითამაშებენ:
- მამარდაშვილი
- კაკაბაძე
- გველესიანი
- კაშია
- დვალი
- ლოჩოშვილი
- კიტეიშვილი
- ქოჩორაშვილი
- ჩაკვეტაძე
- კვარაცხელია
- მიქაუტაძე
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში არიან: დიოგო კოშტა - დალო, დანილო, ანტონიო სილვა, გონსალო ინასიო - პალინია, ნეტო, ნევეში - ჟოაო ფელიქსი, კონსეისაო, რონალდუ.
საქართველოსა და პორტუგალიის ისტორიულ დაპირისპირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. გელზენკირხენში ვილი სანიოლის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს და თან, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.