საქართველო-პორტუგალიის მატჩი დაიწყო - აუფშალკე არენაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაისმა
საქართველო-პორტუგალიის ისტორიული მატჩი დაიწყო. გელზენკირხენში, აუფშალკე არენა ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე, ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები, ისმის ქართული შეძახილები.
უკვე გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:
- მამარდაშვილი
- კაკაბაძე
- გველესიანი
- კაშია
- დვალი
- ლოჩოშვილი
- კიტეიშვილი
- ქოჩორაშვილი
- ჩაკვეტაძე
- კვარაცხელია
- მიქაუტაძე
ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში ისევ არ არის.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში არიან: დიოგო კოშტა - დალო, დანილო, ანტონიო სილვა, გონსალო ინასიო - პალინია, ნეტო, ნევეში - ჟოაო ფელიქსი, კონსეისაო, რონალდუ.
გელზენკირხენში ვილი სანიოლის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას მართავს და თან, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან.