ბელგიის ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება, უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა
ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
ორივე მატჩი ფრეს დასრულდა: სლოვაკეთი - რუმინეთი 1:1 და უკრაინა - ბელგია 0:0.
შედეგად ყველა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი პოზიცია რუმინეთმა დაიკავა, მეორე ბელგიამ, მესამე სლოვაკეთმა, ხოლო მეოთხე - უკრაინამ.
პირველი სამი გუნდი პლეი-ოფში გავიდა, უკრაინა კი ჯგუფში ჩარჩა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 4 ქულით ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა.