ბუდუ იმსახურებს ევროპაზე თამაშს, იმედი მაქვს ნახევარ საათს სათამაშო დროს მიიღებს - გიორგი პავლიაშვილი

26.06.24 22:51
ბუდუ იმსახურებს ევროპაზე თამაშს, იმედი მაქვს ნახევარ საათს სათამაშო დროს მიიღებს - გიორგი პავლიაშვილი

სპორტული ჟურნალისტი გიორგი პავლიაშვილი ამბობს, რომ ბუდუ ზვფიზივაძის ძირითად შემადგენლობაში ყოფნას არ ელოდა. 

როგორც პავლიაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, სანიოლს ბუდუ რომ ძირითადში დაეყენებინა, მაშნ ან მიქაუტაძე უნდა მოეხსნა ან კვარაცხელია.

რაც შეეხება კიტეიშვილის დაბრუნებას, პავლიაშვილი ამბობს, რომ ის ნაკრებისთვის დიდი იმედი იქნება.

კიტეიშვილის დაბრუნება არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან მაიმედებს მისი დაბრუნება. 

რაც შეეხება ბუდუს, ბუდუ არის ფეხბურთელი რომელიც ნახევარ საათს ყველა თამაშში იმსახურებს. მე არ ველოდი დღეს ბუდუს რაღა დაგიმალოთ ძირითადში, რადგან, მაშინ ან მიქაუტაძე უნდა ამოეღო, ან კვარაცხელია. ისეთი სქემით თამაშობს საქართველოს ნაკრები, რომ მაშინ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოეხსნა. ამიტომ ძირითადში ბუდუს არ ველოდეი, მაგრამ ველი, რომ ნახევარ საათს მიირებს ბუდუ ამ მატჩში, იმიტომ, რომ იმსახურებს, იმიტომ, რომ კარგ ფორმაშია და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბუდუ იმსახურებს ევროპაზე თამაშს", - ამბობს გიორგი პავლიაშვილი.