ყველაზე რთული თამაში გვიწევს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გუნდთან - აჩი არველაძე

26.06.24 23:13
ყველაზე რთული თამაში გვიწევს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გუნდთან - აჩი არველაძე

ყველაზე რთული თამაში გვიწევს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გუნდთან - ამის შესახებ ფეხბურთელმა აჩი არველაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეტერში განაცხადა.

არველაძე ამბობს, რომ პირველი ორი თამაშის შემდეგ თავაწეული დადიოდა გერმანიაში და უამრავ მილოცვას იღებდა. 

მართლაც ყველაზე რთული თამაში გვიწევს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გუნდთან მსოფლიოში და არა მარტო ევროპაში. მინდა, რომ ძალიან კარგად ვითამაშოთ, თუ მოვიგეთ ძალიან გახარებული ვიქნები, რა თქმა უნდა. ჩვენ ევროპის ჩემპიონატი ვფფიქრობ რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ, ავისრულეთ დიდი ხნის, აბვშვობის ოცნება, ამისთვის ნაკრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. თავაწეული დავდიოდი გერმანიაში, როცა პირველი და მეორე თამაში. უბედნიერესი ვიყავი, ყველა მილოცავდა კარგ თამაშს", - თქვა აჩი არველაძემ.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი უკვე დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-2 წუთზე გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა .