მიხეილ მესხის სტადიონი "დაინგრა" - ქართველი გულშემატკივრების ემოციები კვარაცხელიას გოლის შემდეგ

26.06.24 23:21
მიხეილ მესხის სტადიონი "დაინგრა" - ქართველი გულშემატკივრების ემოციები კვარაცხელიას გოლის შემდეგ

მიხეილ მესხის სტადიონი "დაინგრა" -  კვარაცხელიას გატანილი გოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრები ემოციებს ვერ იკავებდნენ. იყო ბევრი სიხარულის ცრემლი და შეძახილები.

"ყველას გილოცავთ პირველ გოლს, მეორეც გავა და ეს დღე ჩვენია. ცრემლები თავისით მომდის, ისეთ ემოციებში ვარ", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი "ტვ პირველთან".

ქალაქ გელზენკირხენში მიმდინარე მატჩს ქართველი გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც უყურებს. 

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მესამე მატჩს პორტუგალიასთან მართავს.

მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი გაიტანა.