საქართველო იგებს - მიქაუტაძის გატანილი გოლი და სიხარულის ყიჟინა თბილისის კორპუსებიდან (ვიდეო)
გიორგი მიქაუტაძის გატანილი გოლი და სიხარულის ყიჟინა თბილისის კორპუსებიდან (ვიდეო)
2:0 - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველო პორტუგალიის ნაკრებს უგებს.
მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიის კართან 11 მეტრიანი დაინიშნა. 57-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მეკარისგან მარცხენა კუთხეში იდეალურად დაარტყა და გოლი გაიტანა.
თერთმეტმეტრიანი ლუკა ლოჩოშვილმა მოიპოვა, რომელიც საჯარიმოში წააქციეს.
შეხვედრის პირველ წუთებზე მატჩის პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძის პასით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.