აშშ საელჩო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

27.06.24 01:12
აშშ საელჩო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

აშშ საელჩო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს:

საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! 
გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად! "- წერს ამერიკის საელჩო თბილისში სოციალურ ქსელში. 

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.