აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კალაძე
აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში - საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.
„აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!
ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!
მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის!
მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!
ჩვენ ვართ საქართველო!“ , - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.