ვულოცავ ქართველ ხალხს ევრო 2024-ზე დღეს მიღწეულ ისტორიულ წარმატებას, საქართველო ევროპას ეკუთვნის - ჰელსინკის კომისია
ჰელსინკის კომისია საქართველოს ევრო 2024-ზე მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს.
ვულოცავ ქართველ ხალხს ევროზე დღეს მიღწეულ ისტორიულ წარმატებას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!"- წერს ჰელსინკის კომისია.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.