პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

27.06.24 01:54
პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

ინფორმაციისთვის, ჩეხეთთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.