ყველა ემოცია ერთად მაქვს, მადლობა გულშემატკივარს, მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ - მიქაუტაძე
ყველა ემოცია ერთად მაქვს, მადლობა გულშემატკივარს, მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პატარაობაში როცა ამ თამაშებს ვუყურებდი, მინდოდა რომ მეც მეთამაშა და დღეს ბომბარდირი ვარ. სულ ყველა ემოცია არის ერთად და ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ყველას, რომ ჩვენს გვერდზე არიან და ჩვენ მოედანზე ყველაფერს ავეკტებთ, რომ გავახაროთ ყველა. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და მაცვია ეს მაისური", - განაცხადა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.