"ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის" - რა უთხრა რონალდუმ კვარაცხელიას მატჩის დაწყებამდე
რონალდუ მოვიდა და წარმატებების მისურვა, ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის - ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუსთან გამართული დიალოგის შესახებ საუბრობს.
კვარცხელია ამბობს, რომ პორტუგალიის თავმდამსხმელი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ საუკეტესო ადამიანიცაა.
თამაშის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრა იყო, წარმატებები მისურვა. ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა. როგორც საუკეთესო ფეხბურთელი ისე საუკეთესო ადამიანია და ალბათ, ამიტომ არის როგორც ფეხბურთში, ისე ფეხბურთს გარეთ დიდი პერსონა. ბევრს ვსწავლობთ ჩვენ მისგან. როცა ის თამაშის წინ მოდის და წარმატებებს გისურვებს, ეს ძალიან ამაღელვებელია და მივხდი, რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში, ყევლაფერი შესაძლებელია, ამან დიდი მუხტი მომცა", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.