მარტინესი: პირველ წუთებზე გოლის გაშვებამ ჩვენს თავდაჯერებულობაში ბზარი გააჩინა

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ მის ფეხბურთელებში ბზარი პირველივე წუთებზე, კვარაცხელიას მიერ გატანილმა გოლმა გააჩინა.
რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ გოლის გატანა ჩვენს კარშიც უნდოდათ, თუმცა აღიარეს, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა ეს ვერ შეძლეს.
მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, დაცვაზე ვიმუშავეთ, რომ მეტოქის კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. პირველ წუთებზე გოლის გაშვებამ ჩვენს თავდაჯერებულობაში ბზარი გააჩინა. ყველაფერი გაგვირთულა.. გატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ჩვენ უფრო დიდი ინტენსივობის მატჩი გვჭირდება. ეს ის მატჩი იყო, სადაც საქართველომ ისტორია დაწერა. მისთვის ეს ისტორიული შანსი იყო, ჩვენ კი უკვე გასულები ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ, მაგრამ ქართველები ძალიან სწრაფად გადადიოდნენ კონტრშეტევაზე", - ამბობს პორტუგალიის მწვრთნელი.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.