ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდნენ, კვარას და რონალდუს კადრები ისტორიას დარჩება - სანდრო კობახიძე

27.06.24 15:22
ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდნენ, კვარას და რონალდუს კადრები ისტორიას დარჩება - სანდრო კობახიძე

"ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც კარიერის მიწურულს არის და მეორე ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც კარიერის პიკს ახლა უახლოვდება. ეს კადრები დარჩება ისტორიას" - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა ფეხბურთელმა, სანდრო კობახიძემ "პირველებთან" გააკეთა.

სანდრო კობახიძის თქმით, გუშინდელი გადამწყვეტი მატჩი "ფანტასტიკის სფერო" იყო, რომლის მოგებამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რა თქმა უნდა, ორმაგად და სამმაგად ბედნიერი ვარ, რადგან რომ ვუყურებ ამ ბიჭებს, უამრავთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მგონია, რომ მეც იმ გუნდის ნაწილი ვარ. ჩეხეთის ძლიერ ნაკრებთან ქულა ავიღეთ და საერთოდ მოვუგეთ პორტუგალიას და გავედით 16 საუკეთესო გუნდში. ფანტასტიკის სფერო იყო, ვინ იფიქრებდა ამას. ყველამ იმდენად ძლიერად გამოავლინა თავი, რომ ფანტასტიკური თამაში გამოუვიდათ. კვარას და რონალდუს შეხვედრა, ერთი, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელია, რომელიც კარიერის მიწურულს არის და მეორე ლეგენდარული ფეხბურთელი შეხვედრა, რომელიც კარიერის პიკს ახლა უახლოვდება. ეს კადრები დარჩება ისტორიას", - ამბობს სანდრო კობახიძე.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.