"ჯგუფიდან თუ გავდივართ, მე და ჩაკვე თმებს ვიღებავთ" - ხვიჩა კვარაცხელია
"ჯგუფიდან თუ გავდივართ, მე და ჩაკვე თმებს ვიღებათ" - ფბ გვერდი Geo Team საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმოწერას აქვეყნებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კითხულობს და "მაინც, რა ფერის თმები მოუხდებათ ბიჭებს?"
გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.