"ერთმანეთს ვეუბნებოდით, ღმერთო არ გაგვეღვიძოს-თქო" - გერმანიიდან დაბრუნებული ქართველი ქომაგების პირველი ემოციები

27.06.24 17:01
"ერთმანეთს ვეუბნებოდით, ღმერთო არ გაგვეღვიძოს-თქო" - გერმანიიდან დაბრუნებული ქართველი ქომაგების პირველი ემოციები

ქართველი ქომაგები საქართველოში ბრუნდებიან. გამარჯვებული გუნდის გულშემატკივართა პირველი ნაკადი თბილისში ცოტახნის წინ ჩამოვიდა. ისტორიული გამარჯვების თვითმხილველი ადამიანები დაუვიწყარი ემოციებით სავსე მოგზაურობის დეტალებს "პირველებთან" იხსენებენ.   

კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით დაწერილი ახალი ისტორია გულშემატკივრებს აფიქრებინებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს მძიმე 90 წუთი წინ ელოდებათ. 

პირველივე ტაიმში პირველივე დარტყმით რომ გავიტანეთ, სასწაული იყო. მეორე გოლის გადასამოწმებლად რომ წავიდნენ, ყველა ერთმანეთს ვუყურებდით, რა ხდება-თქო. ასეთი თამაშით, მე ვფიქრობ, ესპანეტთანაც შეიძლება მოვიგოთ. ეს შედეგი ვფიქრობ, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ, მაგრამ ისე არ ქნან ჩვენმა ბიჭებმა, რომ ეს დაგვავიწყდეს და ესპანეთთან თამაში გვქონდეს მოსაყოლი", - ამბობს გერმანიიდან ჩამოსული ქართველი ქომაგი.

დაუვიწყარი წუეთები იყო მართლა. სიმართლე გითხრათ, ისეთი განწყობით ვიყავით, ამ ყველაფრის გვეჯერა, მაგრამ მთლად ისე არა, როგორც ეს ყველაფერი მოხდა. პორტუგალია უძლიერესი გუნია და ეს ჩვენთვის იყო ქვეყნის ტამაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ ისტორიას ვწერდით. მოედნიდან გამოსვლის შემდეგ. მოედნიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანები ერთმანეთთან რომ მიდიოდნენ ხოლმე, 13 წლის ბავში მოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, ღმერთო, ნეტა არ გამეღვიძოსო", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.

ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგთა ნაწილი გერმანიაში დარჩაა. 30 ივნის გერმანულ არენაზე ისევ უამრავი საქართველოს დროშა აფრიალდება. და ქართველს ვარსკვლავებს მწვანე მოედანზე ისევ უამრავი ქართველი გაამხნევებს შეძახილებით. 

გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.

მსგავსი სიახლეები