"საქართველოს ზღაპარი" ევრო 2024-ზე - დიდი გამარჯვება, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ახალი სუნთქვა გაუხსნა

27.06.24 20:01
"საქართველოს ზღაპარი" ევრო 2024-ზე - დიდი გამარჯვება, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ახალი სუნთქვა გაუხსნა

ისტორიული დღე, რომელმაც  ყველაფერი შეცვალა და რომლის შემოქმედიც საქართველოს ნაკრებია. პორტუგალიასთან თამაში,  ქართული სასწაული, რომელმაც ჩვენს ქვეყანას  ახალი სუნთქვა  გაუხსნა.  დღეს მთელი მსოფლიო მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე საუბრობს, ყველგან ქართული გვარები ისმის, როგორც უმაღლესი კლასის ფეხბურთელების. მოგებას ყველა ველოდით, თუმცა ასეთი თამაში გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ჩვენმა ბიჭებმა ფეხბურთის სამყაროში ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს და მადლობა მათ ამ სასწაულისთვის. 

ყველაფერი კი კვარაცხელიას უსწრაფესი გოლით დაიწყო, რომელმაც პორტუგალიის ნაკრები შოკში ჩააგდო. თამაშის შემდეგ კი ხვიჩა გასახდელში უკვე რონალდოს მაისურით და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით შევიდა. გუშინ გუნდის ყველა რგოლი უნაკლოდ თამაშობდა, რაც მიქაუტაძის პენალტით დაგვირგვინდა. ამის შემდეგ პორტუგალიის გამოცდილმა გუნდმა საქ-ოს ნაკრების წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთა და მოედანი დამარცხებულმა დატოვა.  დღეს ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავები ქართველები არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატს დიდი სიურპრიზი გაუკეთეს და დებიუტანტი გუნდი კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

დიდი დღესასწაული, რომელიც საქართველოს ნაკრებმა გვაჩუქა - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები