გამარჯვების ზეიმი - დღესასწაული, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა
წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. უდიდესი გამარჯვება და ფეხბურთელები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში. მთელი მსოფლიო ახლა კვარაცხელიაზე, მიქაუტაძეზე და მამარდაშვილზე, როგორც გუშინდელი შეხვედრის მთავარ გმირებზე საუბრობენ. ისინი ახლა სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ნახვადიი სპორტსმენები არიან. ტოპ ხუთეულში ქართველები უსწრებენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს მესის და რონალდუს, რომელმაც თავად აღიარა ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები
ეროვნული ნაკრები, რომელმაც ქართველ ხალხს სიამაყის განცდა დაგვიბრუნა. დღეს ყველა მხოლოდ ფეხბურთით ვცხოვრობთ და ეს იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც დიდი ბრძოლის შედეგად ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მასშტაბზე აიყვანეს. მათ სასწაული შეძლეს და ყველა ჩვენგანს უბედნიერესი დღეები გვაჩუქეს, დღეები, რომელიც სახალხო ზეიმად იქცა. და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. წინ 30 ივნისი და ესპანეთთან შეხვედრაა და ბრძოლა ისევ ისეთი შემართებით გრძელდება. ჯგუფიდან გავედით და ახლა უკვე მერვედ ფინალის მოგების დრო დგება.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.