მატჩამდე დადებული პირობები - ესპანეთთან შეხვედრაზე კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, სავარაუდოდ, შეღებილი თმებით ითამაშებენ
ესპანეთთან შეხვედრაზე კვარაცხელია და ჩაკვეტაძე სავარაუდოდ შეღებილი თმებით ითამაშებენ. პირობების შესრულების დრო დადგა, ეს პირობა კი ჩვენმა ფეხბურთელებმა პორტუგალიიის დამარცხების შემთხვევაში დადეს. დაპირებების კამპანიამ მოიცვა გულშემატკივრების მთელი ჯარიც. მაგალითად 14 წლის შემდეგ პირველად დღეს ახალგაზრდა ქომაგმა წვერი გაიპარსა, სპორტული ამბების წამყვანმა მერაბ ყუფარაძემ, თმა საქართველოს დროშის გამოსახულებით შეიღება, ბექა ყორშიამ კი არჩილ თალაკვაძის ლექსების კრებული არბულ ენაზე თარგმნა.
და ეს ყველაფერი არ არის. ვინც რა პირობა დადო, დღეს ყველა ასრულებს. ხელსაყრელ მომენტს ელოდება ანა დოლიძე, რომელიც მზად არის წლობის მტრობა დაივიწყოს და ლევან მურუსიძეს ჩაეხუტოს. ამ დროის მონაცემებით ჯერ კლანის ბოსი პოლიტიკოსის ტელეფონის ზარებს არ პასუხობს. მოკლედ, ფეხბურთმა და ჩვენი ნაკრების წარმატებამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფაქტია, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით გუშინდელის მერე ვეღარავინ ცხოვრობს. პირობების შესრულების დრო დადგა, რადგან პორტუგალია დამარცხებულია და თან დამაჯერებლი ანგარიშით.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.