ქართველი ქომაგების პირველი ემოციები თბილისში დაბრუნების შემდეგ
ქართველი ქომაგები საქართველოში დაუვიწყარი ემოციებით ბრუნდებიან. ის ვისაც გაუმართლა და ისტორიულ მატჩს დაესწრო იმ მომენტებს იხსენებენ, როდესაც ქართველ გულშემატკივართა არმია დიდ გამარჯვებას სტადიონზე ზეიმობდა. საქართველოს ნაკრების თამაში კი იმის დასტურია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთსო ნაკრებს ესპანეთს წინ მძიმე 90 წუთი ელოდება. ქომაგთა ნაწილი გერმანიაში დარჩა და ახლა უკვე 30 ივნისის მატჩისთვის ემზადება, სადაც ჩვენს ფეხბურთელებს ტრიბუნებისდან ისევ დიდი მხარდაჭერა ელოდება.
"ცხოვრებაში პირველად, ძლივს შევიკავე თავი მემგონი, რომ ცუდად არ გავმხდარიყავი, ისეთი ემოციები მქონდა, ზღვა ემოციები მართლა. ქართველები ძალიან ბევრნი ვიყავით. უზომოდ დაიხარჯა ყველა და ისტორიაც მართლაც რომდ აიწერა. ძალიან ბევრი დარჩა და ჩვენც მიბრუნებას ვაპირებთ", - ამბობს გერმანიიდან ჩამოსული ქართველი ქომაგი.
პირველ გოლზე თითქმის ცრემლები წამომივიდა და რომ მოვიგეთ ხომ საერთოდ გავგიჟდი. ვყვიროდი, არ იყვირეო, მეუბნებოდნენ, მაგრამ ისეთი მაგარი იყო, ამიცნ ვიყვირე. ხვიჩა და მამარდა ყველაზე აგრები იყვნენ", - ამბობს პატარა გულშემატკივარი.
გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.