"მონაკომ" გიორგი მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ფაბრიციო რომანო

28.06.24 15:19
"მონაკომ" გიორგი მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ფაბრიციო რომანო

საფეხბურთო კლუბმა "მონაკომ" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელთან გიორგი მიქაუტაძესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღია და შესაძლოა, მიქაუტაძე "მონაკოში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

AS Monaco-მ ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან პირად პირობებზე სიტყვიერი შეთანხმება მიაღწია.

"მონაკომ" ასევე გაუგზავნა წინადადება "მეცს", რათა შეთანხმებულიყო საფასურზე... და უნდა, რომ შეთანხმება Euros დასრულებამდე შედგეს," - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, მაგრამ ამსტერდამულ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და ზამთრში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეცმა“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშებს.