მზადება დიდი მატჩისთვის - ქართველი ქომაგები ჩარტერულ ავიარეისებზე ბილეთებს ვერ შოულობენ

28.06.24 20:08
მზადება დიდი მატჩისთვის - ქართველი ქომაგები ჩარტერულ ავიარეისებზე ბილეთებს ვერ შოულობენ

 

 

32 წუთში გაყიდული 10 ათასი ბილეთი და დიდი მზადება კიდევ ერთი ისტორიული მატჩისთვის -  დღესასწაული გრძელდება და ამჯერად ხუთჯვრიანი დროშებით კვირას 30 ივნისს კიოლნის სტადიონი გადაივსება. მორიგი სასწაულის მოლოდინში მყოფი გულშემატკივართა არმია გერმანიისკენ იძვრება. უკვე დაინიშნა 7 ჩარტერული რეისი, რომლებიც ქომაგებს კიოლნში ჩაიყვანს. თუმცა, ახლა კითხვაა, ვინ მოხვდება მთავრობის მიერ სუბსიდირებულ რეისებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თვითმფრინავი მთლიანად ბიზნესმენებს აქვთ აღებული. გულშემატკივრები კი იძულებული არიან, ძვირადღირებული რეისებით მოხვდნენ გერმანიაში.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.