ეს თავდაჯერება და ეს მუხტი, ემოციური ფონი თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ - კიტეიშვილი
"ესპანეთის ნაკრებთან, ალბათ, უფრო ტაქტიკური თვალსაზრისით იქნება მომზადება და ვარჯიშებს არ ექნება განსაკუთრებული ინტენსივობა და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ფიზიკურად კარგ კონდიციებში შევხვდეთ ამ თამაშს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საუბრობს.
ესპანეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე კიტეიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ნაკრები ტაქტიკურ დონეზე ემზადება და თამაშზე უმთავრესი იქნება, რომ ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალებები შეასრულონ.
რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები არის ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის ნაკრები და წარმოუდგენლად შეიძლება ჩათვლილიყო თამაშის წინ, რომ მათი დამარცხება იყო ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ ეს მოვახერხეთ და ალბათ, ეს თავდაჯერება და ეს მუხტი, ემოციური ფონი თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ. ესპანეთის ნაკრები არის ყოველთვის გამორჩეული გუნდი თავისი გამოცდილებით, შეიძლება ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, რაც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსხვავებული სტილი აქვთ თამაშის და მათთან სათამაშოდ რა თქმა უნდა, გვჭირდება კარგი დღე, რომ ჩვენთვის იყოს ძალიან კარგი დღე და მაქსიმალურად შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ თამაშისთვის და ცოტა გაგვიმართლოს კიდეც.
ესპანეთის ნაკრებთან, ალბათ, უფრო ტაქტიკური თვალსაზრისით იქნება მომზადება და ვარჯიშებს არ ექნება განსაკუთრებული ინტენსივობა და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ფიზიკურად კარგ კონდიციებში შევხვდეთ ამ თამაშს," - თქვა ოთარ კიტეიშვილმა.