საქართველოში ბედნიერი ვარ, ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს - სანიოლი

29.06.24 10:52
საქართველოში ბედნიერი ვარ, ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს - სანიოლი

ვილი სანიოლს მობილური უხმო რეჟიმზე აქვს გადაყვანილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, დიდი ალბათობით ნადირობა დაიწყება.  ქართველი ფეხბურთელების სენსაციური წარმატების გამო, არსებობს მოლოდინი, რომ სანიოლისს გადაბირებას სხვები შეეცდებიან. თუმცა ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ საქართველოში თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია. სამომავლო გეგმების შესახებ სანიოლმა "თოლქ სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუუში ისაუბრა. ჩემთვის პატივია  ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს - აცხადებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემი ტელეფონი უხმო რეჟიმზე მაქვს მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონტი დაიწყო. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ. ისინი მე ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებენ და ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოს გამო, რომ ამ შეჯიბრში ვიღებთ მონაწილეობას. არვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ ეტაპზე მე ბედნიერი ვარ საქართველოში", - თქვა სანიოლმა.

მსგავსი სიახლეები