გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ - მამარდაშვილის ცოლი თამაშზე დასასწრებად მიფრინავს

29.06.24 11:07
გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ - მამარდაშვილის ცოლი თამაშზე დასასწრებად მიფრინავს

 

 

წუთი-წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქომაგებით სავსე პირველი ავიახომალდი აფრინდება. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გერმანიაში მიემგზავრებიან. მგზავრებს შორის არის გიორგი მამარდაშვილის ცოლიც.

წინა თამაში ნამდვილად სასწაული იყო. ყველას გვჯერა, რომ კიდევ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კარგი მოლოდინები მაქვს. გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს. გიორგი ყოველთვის შემართებით არის და ყოველთვის ისე ემზადება და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება", - განაცხადა მამარდაშვილის ცოლმა ელენე ეპიტაშვილმა აეროპორტში.

 ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებთ. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.

ისტორიული თამაშის დაწყებამდე ზუსტად 36 საათი რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინააარმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი -  საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.

მსგავსი სიახლეები