ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში - როგორია, რეზი არველაძის პროგნოზი ესპანეთთან მატჩამდე

29.06.24 11:18
ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში - როგორია, რეზი არველაძის პროგნოზი ესპანეთთან მატჩამდე

 

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში მიფრინავს რეზი არველაძეც. მან აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ბედნიერი საქართველო და ქართველი ერი დიდი ხანია არ უნახავს.

რაც შეეხება ესპანეთთან მატჩს, არველაძე ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან უწევს თამაში და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ბიჭები მაქსიმალურს გააკეთებენ.

ასეთი ბედნიერი დღეები ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია. მე მინდა, რომ ეს ბედნიერება გაგრძელდეს. ჩვენ, ფაქტიურად, ამ ჩემპიონატის ამ დღემდე საუკეთესო გუნდთან გვიწევს ახლა თამაში. გვიწევს პეი-ოფის, აბსოლუტურად სხვა შინაარსის თამაში და არა ისეთი, როგორიც პორტუგალიასთან იყო. აი ძალიან მაღალ დონეზე უდნა ჩავატაროთ მერვედფინალური მატჩი და იმედიც მაქვს, რომ მაღალ დონეზე ჩაივლის ეს შეხვედრა. იგივე შინაარსის თამაშს ველოდები, რომ კონტროლი მეტი ჰქონდეს ესპანეთის ნაკრებს, ჩვენ ისევ ვითამაშებთ კონტრშეტევებზე.  ისევ 5 მცველით, ისევ 3 ნახევარმცველით და 2 ფორვარდით. მაგრამ ესეც არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, რომ ჩვენ ჩვეულ;ებრივად დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ იყო შემთხვევითობა", - ამბობს რეზი არველაძე.

 ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებთ. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.

ისტორიული თამაშის დაწყებამდე ზუსტად 36 საათი რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინააარმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი -  საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.