ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

25.07.21 14:09
ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში - კორეელ ან ბაულს, ხოლო ფინალში მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ვაზარით დამარცხდა. შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების პირველი მედალი.