"მიდის სანახავად" - ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში მატჩზე დასასწრებად მიფრინავენ

29.06.24 11:46
"მიდის სანახავად" - ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში მატჩზე დასასწრებად მიფრინავენ

ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გერმანიაში მიემგზავრებიან. საქართველოს მოქალაქეებს სჯერათ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

პირველ ორ თამაშზე ვიყავით, პორტუგალიაზე ვერ წავედით და სიე გული დაგვწყდა, რომ ესპანეთტან მატჩის ბილეთები რომ დაიდო, ეგრევე ჩავუჯექით. 2 საათი ვიდექით ბილეთის რიგში, მაგრამ როგორც კი ვიყიდეთ, ეგრევე "მიდის სანახავად". აუცილებლად მოვიგებთ, სხვა ვარიანტი უბრალოდ ვერ განიხილება. დარწმუნებული ვარ უამრავი ქარველი იქნება სტადიონზე, ჩვენც შევუერთდებით და აუცილებლად მოვიგებთ", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებთ. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.

ისტორიული თამაშის დაწყებამდე ზუსტად 36 საათი რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინააარმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი -  საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.