1 დღე საქართველო-ესპანეთის მატჩამდე - უცხოელი ბლოგერების პროგნოზი

საქართველო თუ ესპანეთი - რომელი ქვეყნის ნაკრები განაგრძობს ბროლას პირველობისთვის? რევანშისტული დაპირისპირების დაწყებამდე 32 საათი რჩება.
საქართველოს დებიუტანტი ნაკრები ახლა უცხოელი ბლოგერების განხილვის მთავარ თემად არის გადაქცეული. ესპანეთის დაუმარცხებელ გუნდთან შერკინებამდე ყველა საფეხბურთო ბუღალტერიაშია ჩართული და ფსონებს ჩამოდის.
უცხოელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ საოცრებები დაატრიალა, ამიტომ 30 ივნისს, ესპანეთის ერთმა შეცდომამ შესაძლოა, თამაშის ბედი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
საქართველომ საოცრებები ჩაიდინა, მოუგო პორტუგალიას, კონტრშეტევებზე კარგად მოდიან, დაცვის ხაზი ძლიერი ჰყავთ რასაც საოცარი მეკარე ემატება, ესპანეთს თამაში გაუჭირდება, ერთი შეცდომა და და ესპანეთი მერვედფინალს ვერ გაცდება, ესპანეთი შეტევაში საუკეთესოა, საოცარი ფეხბურთელები ჰყავს, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ თავისი სიტყვა თქვა", - ამბობს ბლოგერი.
ბლოგერები საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან დაკავშირებითაც საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ტურნირის ყველაზე დიდი აღმოჩენაა.
საქართველო ტურნირის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. თურქეთთან ძალიან ცოტა დააკლდათ. შემდეგ გიორგი მამარდაშვილის საოცარი თამაშით ითამაშეს ფრე, ხოლო პორტუგალია 2-0 დაამარცხეს. გუნდი, რომელიც ევროს ფავორიტია, საქართველომ გაანადგურა. ყველა მატჩში მთელს გულს დებენ, თუმცა ესპანეთი ტურნირის ფავორიტია, რომელსაც თამაშიც კი არ წაუგია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს", - თქვა ბლოგერმა.
ამასთანავე, ანალიტიკოსები ესპანეთის ნაკრების სიძლიერეს უსვამენ ხაზს და დასძენენ, რომ მიუხედავად საქართველოს გამაკვირვებელი თამაშებისა, მერვედფინალი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდება.
საქართველო ტურნირზე ბევრი ადამიანის ფავორიტი გუნდია. ისინი საოცრად თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ევროზე. მათ ისტორიაში მერვედფინალი საუკეთესო შედეგია. პორტუგალიასთან საოცრად ითამაშეს. მათი ტაქტიკა კონტრშეტევებზეა აწყობილი და ძალიან კარგადაც გამოსდით, თუმცა ესპანეთმა იცის, რა უნდა ქნას, ისინი საუკეთესოები არიან", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.
ისტორიული თამაშის დაწყებამდე ერთი დღე რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინაააღმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი - საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.